„დორტმუნდი“ უკრაინული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავით დაინტერესდა
„დორტმუნდი“ უკრაინული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავით დაინტერესდა

გერმანიის ჩემპიონატის ლიდერი, დორტმუნდის „ბორუსია“ დაინტერესებას გამოთქვამს კიევის „დინამოს“ ნახევარმცველ ვიქტორ ციგანკოვით, – წერს გერმანული ვებგვერდი „ტრანსფერმარტკი“ (transfermarkt.de).

ჯერჯერობით, სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით დეტალები არ გამოცხადებულა. გაიჟღერა მხოლოდ ფეხბურთელის სავარაუდო თანხამ – 10 მილიონი ევრო.

ციგანკოვი 21 წლისაა და უკრაინული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. წელს, უკრაინის ჩემპიონატში, მან 18 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა.

ასევე, 11 მატჩი დაუგროვდა უკრაინის ნაკრებში.