„დორტმუნდი“ ორი არგენტინელი ფორვარდით დაინტერესდა
„დორტმუნდი“ ორი არგენტინელი ფორვარდით დაინტერესდა

დორტმუნდის “ბორუსია” ინტერესს გამოთქვამს “ბოკა ხუნიორსის” ფორვარდის დარიო ბენედეტოს შეძენით, – იტყობინება sportbuzzer. ამ ფეხბურთელმა გერმანულ კლუბში უნდა შეცვალოს პიერ-ემერიკ ობამეიანგი, რომელზეც რამდენიმე ევროპული კლუბი აცხადებს პრეტენზიას.

ამ სეზონში 27 წლის ბენედეტომ ცხრა გოლი გაიტანა ცხრა მატჩში, გასულ წელს კი 34 მატჩში 28 გოლი დაუგროვდა, რითაც არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ფორვარდს 2021 წლამდე აქვს კონტრაქტი “ბოკა ხუნიორსთან“. სექტემბერში ბენედეტოს დებიუტი ჰქონდა არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში.

გარდა ამისა, “დორტმუნდი” კიდევ ერთი არგენტინელით არის დაინტერესებული. საუბარია “რასინგის” 20 წლის ფორვარდ ლაუტარო მარტინესზე. ამ ფეხბურთელმა არგენტინის ახალგაზრდული ნაკრების 11 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა.