„დორტმუნდი“ ხუთ მილიონ ევროს მიიღებს, თუ დემბელემ „ბარსელონაში“ კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა
„დორტმუნდი“ ხუთ მილიონ ევროს მიიღებს, თუ დემბელემ „ბარსელონაში“ კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა

„ბარსელონას“ რიგებს ფრანგი თავდამსხმელი 2017 წელს შუერთდა. უსმან დემბელე კატალონიაში „დორტმუნდიდან“ გადაბარგდა და ამ გარიგებით, გერმანულმა კლუბმა 105 მილიონი ევრო მიიღო.

„ბარსელონასა“ და „დორტმუნდს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის თანახმად, გერმანული კლუბი დამატებით ფინანსურ ბონუსებს მიიღებს, თუ დემბელე თითო სეზონში კატალონიელთა ფორმას 25-ჯერ მოირგებს.

ესპანური გამოცემა „მარკას“ ინფორმაციით, მიმდინარე სეზონში დემბელემ „ბარსელონას“ შემადგენლობაში უკვე 24 შეხვედრა გამართა და თუ „კატალონიელები“ ფრანგ თავდამსხმელს მოედანზე კიდევ ერთხელ გაიყვანენ, „დორტმუნდს“ ხელშეკრულებით გათვალისიწნებული ბონუსი უნდა ჩაურიცხონ, რომელიც ხუთ მილიონ ევროს შეადგენს.

2020/21 წლების სეზონში უსმან დემბელემ 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.