„დორტმუნდი“ დიბალათია დაინტერესებული #1TVSPORT
„დორტმუნდი“ დიბალათია დაინტერესებული #1TVSPORT

„იუვენტუსის“ ფორვარდი პაულო დიბალა „დორტმუნდის“ ინტერესთა სფეროში მოექცა, – ამის შესახებ იტყობინება გაზეთი Corriere dello Sport.

დიბალას კონტრაქტი ამ ზაფხულს იწურება და ცნობილია, რომ არგენტინელი დატოვებს ტურინულ კლუბს. წყაროს ინფორმაციის თანახმად, დორტმუნდელები მზად არიან დიბალას წელიწადში 4.5 მილიონი ევრო გადაუხადონ.

უფრო ადრე ფეხბურთელის აგენტმა ხორხე ანტუნმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით, სხვა კლუბებთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

ამ სეზონში 28 წლის დიბალამ სერია A-ს 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ცხრა გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

დატოვე კომენტარი