დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რეგიონებში არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირებს ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს
დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რეგიონებში არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირებს ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს

უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რეგიონებში არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირებს ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს. გავრცელებული ინფორმაციით, 10 დეკემბერს დაგეგმილ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სანქციებს ცხრა ფიზიკურ პირს დაუწესებენ.

ევროკავშირის დიპლომატები სანქციების დაწესებაზე 5 დეკემბერს შეთანხმდნენ. უკრაინელმა სეპარატისტებმა ე.წ. არჩევნები 11 ნოემბერს ჩაატარეს. ევროკავშირის მინისტერიალზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი იქნება. დისკუსიაში მონაწილეობას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, პავლო კლიმკინიც მიიღებს. მინისტერიალზე ასევე ისაუბრებენ სირიის კონფლიქტზე და ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე.