დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პოკროვსკში 1 256 მცხოვრები რჩება და დასახლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია თითქმის შეუძლებელია
დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში 1 256 მცხოვრები რჩება, დასახლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია თითქმის შეუძლებელია, – ამის შესახებ უკრაინის სატელევიზიო მარათონის ეთერში დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ფილაშკინმა განაცხადა.
„ადგილობრივ მცხოვრებლებს არ აქვთ შესაძლებლობა, დატოვონ თავშესაფრები და დამოუკიდებლად გავიდნენ ქალაქიდან, რადგან მტერი ყოველდღე ხსნის ცეცხლს. ჩვენ ვხედავთ, როგორ ხვრეტს რუსეთის არმია მოხუცებს, რომლებიც „უძლეველობის პუნქტში“ ტელეფონების დასატენად ან სასმელი წყლის მოსატანად გავიდნენ. დღეისთვის ქალაქიდან ევაკუაცია თითქმის შეუძლებელია“, – განაცხადა მან.
ამასთან, ფილაშკინმა მოუწოდა დონეცკის ოლქის სხვა ფრონტისპირა ქალაქებიდან მოსახლეობას ევაკუაციისკენ, კერძოდ, კონსტანტინოვკიდან. მისი ცნობით, კონსტანტინოვკაში 5 274 ადამიანი რჩება. ისინი მოკლებული არიან კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას, არ მიეწოდებათ გაზი, წყალი და ელექტროენერგია.
გასული კვირის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძირითადი შემტევი ჯგუფი მობილიზებულია პოკროვსკის წინააღმდეგ.