დონეცკის რეგიონში რუსეთის მიერ დანიშნული წარმომადგენლის ინფორმაციით, უკრაინული ძალების მიერ ქალაქ დონეცკის დაბომბვას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
დონეცკის რეგიონში რუსეთის მიერ დანიშნული წარმომადგენლის ინფორმაციით, უკრაინული ძალების მიერ ქალაქ დონეცკის დაბომბვას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინული ძალების მიერ ქალაქ დონეცკის ცენტრის დაბომბვას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ დონეცკის რეგიონში რუსეთის მიერ დანიშნული წარმომადგენელი ავრცელებს ინფორმაციას.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.

გარდა ამისა, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ჯარებმა დონეცკის ცენტრალურ, ვოროშილოვსკის რაიონს სამი რაკეტა ესროლეს. ამასთან, „რიანოვოსტი“ წერს, რომ დონეცკის მერმა ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, არ დატოვონ თავშესაფრები.