დონეცკის ოლქზე რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი
დონეცკის ოლქზე რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი

რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე საავიაციო ბომბებით მიიტანეს იერიში.

დაღუპულია სამი მოქალაქე, ოთხი კი დაშავებდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დონეცკის საოლქო ადმინისტრაცია და საოლქო პროკურატურა ავრცელებენ ინფორმაციას.

დაღუპულთა შორის არიან ცოლ-ქმარი და 78 წლის პენსიონერი. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 65 წელს გადაცილებულმა ოთხმა პირმა.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა 21 საცხოვრებელი სახლი და მსუბუქი ავტომობილები.