დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, ქალაქ კრამატორსკზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 16 ადამიანი
დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე რუსების თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 16 ადამიანი. დაშავებულებს შორის ოთხი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.
ვადიმ ფილაშკინი ადგილობრივებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
პოლიციის ინფორმაციით, რუსების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 17 კერძო სახლი დაზიანდა. სავარაუდოდ, შენობის ნანგრევებში კვლავ რჩებიან ადამიანები. საძიებო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.