დონეცკის ოლქის პროკურატურის ცნობით, სოფელ ნოვოდონეცკზე რუსული დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

12:51, 08.09.2025

დონეცკის ოლქის სოფელ ნოვოდონეცკზე რუსული დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„8 სექტემბრის ღამეს საოკუპაციო ძალებმა კრამატორსკის ოლქის სოფელ ნოვოდონეცკს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. თავდასხმის ობიექტი ორსართულიანი საცხოვრებელი შენობა გახდა, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა. მიღებული ჭრილობების შედეგად დედა-შვილი დაიღუპა“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ორმა პირმა სხეულის დაზიანებები მიიღო.

მსგავსი