დონეცკის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ რუსებმა დასახლებული პუნქტები დაბომბეს
დონეცკის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ რუსებმა დასახლებული პუნქტები დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში დასახლებული პუნქტები დაბომბეს, – ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო ავრცელებს.

კირილენკოს ინფორმაციით, იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. ამასთან, დაზიანებულია სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის საავადმყოფო, კულტურის სახლი და რკინიგზის სადგური.

„რუსები ესვრიან მშვიდობიან მოქალაქეებს და გააგრძელებენ ასე მოქცევას. ერთადერთი სწორი გამოსავალი ევაკუაციაა“, – წერს კირილენკო სოციალურ ქსელებში.