საკალათბურთო სამყარო კობი ბრაიანტს გლოვობს. მიუხედავად ამისა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა.
მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა „დალასმა” სტუმრად „ოკლაჰომასთან”. რიკ კარლაელის გუნდმა მატჩი 97-107 მოიგო. „მავერიკსის” რიგებში საუკეთესო კვლავ ლუკა დონჩიჩი იყო. სლოვენიელის ანგარიშზე 29 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასია. 14 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა კრისტაპს პორზინგისმა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა დელონ ვრაიტი (14 ქულა 12 მოხსნა).
მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი 21 ქულით, 7 მოხსნითა და 6 პასით დენის შრუდერი გამოდგა. ორმაგი დუბლი ჰქონდა შაი ალექსანდერს (16 ქულა 11 მოხსნა). დანილო გალინარიმ 14 ქულა დააგროვა.
დეტროიტი – კლივლენდი 100-115
მაიამი – ორლანდო 113-92
ჩიკაგო – სან ანტონიო 110-109
მინესოტა – საკრამენტო 129-133 (ოვერტაიმი)
იუტა – ჰიუსტონი 117-126