დონბასში ვითარების გამწვავების გამო ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს
დონბასში ვითარების გამწვავების გამო ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს

ევროკავშირი დონბასში ვითარების გამწვავების გამო შეშფოთებულია.

ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების სფეროში ვითარება მკვეთრად გაუარესდა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც შეიმჩნევა 2017 წლის თებერვლის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ყველაზე მეტი ფაქტი, რაც ადამიანების სიკვდილსა და ქონების განადგურებას იწვევს“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საცხოვრებელ უბნებთან შეიარაღებული ქვედანაყოფების დისლოკაცია, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურილი ობიექტებიდან ან მათი მისამართით სროლა, ადამიანების სრულ უპატივცემულობაზე მეტყველებს.

ბრიუსელში მნიშვნელოვნად მიიჩნევენ კონფლიქტის მხარეების მიერ მინსკის შეთანხმებები შესრულებას.

„ველოდებით, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ და სრულად გამოიყენებს თავის გავლენას სეპარატისტებზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაია კოსიანჩიჩმა განაცხადა, სადღესასწაულო პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენის შესახებ 20 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება აუცილებელი ნაბიჯია.