დონბასში უკრაინის ხელისუფლებასა და პრორუს სეპარატისტებს შორის ტყვეების გაცვლის პროცესი დასრულდა

17:39, 29.12.2019

დონბასში უკრაინის ხელისუფლებასა და პრორუს სეპარატისტებს შორის ტყვეების გაცვლის პროცესი დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დონეცკელ სეპარატისტებს უკრაინის ხელისუფლებამ 60 ადამიანი გადასცა, სანაცვლოდ კი 52 ადამიანი მიიღო. რაც შეეხება ლუგანსკს, სეპარატასიტებმა აღნიშნული რეგიონიდან 25 ადამიანი გაათავისუფლეს, ოფიციალურმა კიევმა კი მათ 63 ადამიანი გადასცა.

ტყვეების გაცვლის პროცესს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და ეუთო აკვირდებოდნენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, დონბასში ტყვეების გაცვლა პირველად მოხდა.

მსგავსი