დონბასში შეტაკებების შედეგად ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა
დონბასში შეტაკებების შედეგად ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

დონბასში საბრძოლო მოქმედებების დროს ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეტაკებები ლუგანსკის ოლქში მიმდინარეობდა. სეპარატისტებმა უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ყუმბარმტყორცნები გამოიყენეს.

ბოლო სამი დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დონბასში იერიში 28-ჯერ მიიტანეს. სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი, რომელსაც 2015 წელს ნორმანდიული ოთხეულის მიერ ხელმოწერილი მინსკის შეთანხმება ითვალისწინებს, 15-ჯერ დაარღვიეს.