დონბასში „ქართული ლეგიონის“ რვა მებრძოლი დაშავდა
დონბასში „ქართული ლეგიონის“ რვა მებრძოლი დაშავდა

დონბასში „ქართული ლეგიონის“ რვა მებრძოლი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს საელჩოს ყოფილი პრეს-ატაშე ბაჩო ქორჩილავა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.

აღნიშნულ ცნობას სოციალურ ქსელშივე ადასტურებს სამხედრო ფორმირების მეთაური მამუკა მამულაშვილი.

„სამწუხაროდ, დღეს რვა ბიჭი გვყავს დაჭრილი“, – წერს „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი.

გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ლეგიონის“ წევრები დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლში მოყვნენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სპერატისტთა ძალებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს 14-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.