დონბასში გარდამავალ ადმინისტრაციას შესაძლოა, შვედეთმა უხელმძღვანელოს
დონბასში გარდამავალ ადმინისტრაციას შესაძლოა, შვედეთმა უხელმძღვანელოს

დონბასში გარდამავალ ადმინისტრაციას შესაძლოა, შვედეთმა უხელმძღვანელოს. ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

იური გრიმჩაკის განცხადებით, დონბასში გაეროს სამშვიდობო მისიის განთავსების შემდეგ, გარდამავალი ადმინისტრაცია უნდა შეიქმნას, რომელმაც პოლიციის სამხედრო დანაყოფებს უნდა უხელმძღვანელოს.

უკრაინის მთავრობის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ დროებითმა ადმინისტრაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს აღნიშნული ტერიტორიის კიევის ადმინისტრირებაში დასაბრუნებლად.

გრიმჩაკის თქმით, საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ნატოს ქვეყნების ჩართულობას და გარდამავალი ადმინისტრაციის შექმნას რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.