დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ახალი წესები ამოქმედდა
დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ახალი წესები ამოქმედდა

დონბასში ცეცხლის ყოვლისმომცველი შეწყვეტის შეთანხმების ახალი წესები ამოქმედდა. რუსეთს, უკრაინასა და ეუთო-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განახლებულ წესებზე შეთანხმდნენ.

დონბასში 27 ივლისის 00:01 საათზე ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმის ახალი შეთანხმება ამოქმედდა. ახალ შეთანხმების მიხედვით, აკრძალულია შეტევითი ან სადაზვერვო-დივერსიული ქმედებები, ასევე იკრძალება ნებისმიერ ლეტალური ტიპის იარაღის გამოყენება, აკრძალულია ცეცხლის გახსნა, თუმცა ნაწილობრივ დაშვებულია სნაიპერების გამოყენება.

ამასთანავე, შეთანხმებით იკრძალება დასახლებულ ობიექტებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურებთან ახლოს მძიმე შეიარაღების შეყვანა.

ახალი შეთანხმება კოორდინირების მექანიზმის შექმნასაც გულისხმობს, რომელიც ახალი წესების დარღვევის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინაში აშშ-ის საელჩომ ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინის ძალისხმევას, სრულად განახორციელოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.