დონალტ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა და პაკისტანმა ნავთობის მარაგების ერთობლივად მოსაპოვებლად სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს
აშშ-მა და პაკისტანმა ნავთობის მარაგების ერთობლივად მოსაპოვებლად სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა.
სანაცვლოდ, აშშ პაკისტანურ საქონელს დაბალ ტარიფებს დაუწესებს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ოდენობის პროცენტი დაერიცხება პაკისტანიდან შტატებში ექსპორტირებულ პროდუქციას.
„ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება პაკისტანთან, რომლის თანახმადაც, პაკისტანი და აშშ ერთობლივად იმუშავებენ მათი უზარმაზარი ნავთობრეზერვების განვითარებაზე“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ახლა მიმდინარეობს ნავთობკომპანიის შერჩევა, რომელიც ამ პარტნიორობას გაუძღვება.
აღსანიშნავია, რომ ვიდრე დონალდ ტრამპი სავაჭრო მოლაპარაკებებში 90-დღიან მორატორიუმს გამოაცხადებდა, პაკისტანისთვის 29%-იანი ტარიფების დაწესება იგეგმებოდა.