დონალდ ტრამპი – ჩვენ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა შევაჩერეთ, ბენზინის ფასები დაიწევს და ომი დასრულდება, მათ არ ჰყავთ არც არმია, არც ფლოტი, არც საჰაერო ძალები
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება.
„ჩვენ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა შევაჩერეთ, ბენზინის ფასები დაიწევს და ეს მალე დასრულდება. მათ არ ჰყავთ არც არმია, არც ფლოტი, არც საჰაერო ძალები, არც საზენიტო სისტემები აქვთ“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე.
დონალდ ტრამპის თქმით, გასულ ღამეს შეერთებულმა შტატებმა ირანს 28 მილიონი ბარელი ნავთობი წაართვა. მისივე განმარტებით, აშშ-ის საზღვაო ფლოტმა ბლოკადა დააწესა, რომელსაც ვერავინ არღვევს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, „დიზელის საკითხზე“ მალე „დიდი სიახლე“ გამოქვეყნდება.