დონალდ ტუსკი - უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან, დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო, რუსებო, წადით სახლში
დონალდ ტუსკი - უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან, დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო, რუსებო, წადით სახლში

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისას“ გამარჯვებას ეხმაურება პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.

„უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო! რუსებო, წადით სახლში!“ – წერს დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ „იქსზე“.

ცნობისთვის, ხმათა 96.37 პროცენტის დათვლის შემდეგ ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში 138 მანდატს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.