დონალდ ტუსკი – უკრაინაში კიდევ ერთი ტრაგიკული ღამე, აი, ეს ხდება, როცა ბარბაროსებთან დათმობაზე მიდიხარ
აი, რა ხდება, როცა ბარბაროსებთან დათმობაზე მიდიხარ, – ასე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ- მინისტრი დონალდ ტუსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს.
როგორც დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა, უკრაინაში კიდევ ერთი ტრაგიკული ღამე იყო.
„აი, რა ხდება, როცა ბარბაროსებთან დათმობაზე მიდიხარ – უფრო მეტი ბომბები, მეტი აგრესია, მეტი დაღუპული. კიდევ ერთი ტრაგიკული ღამე უკრაინაში“, – დაწერა დონალდ ტუსკმა.
გასულ ღამეს რუსეთის მიერ ქალაქ დობროპილიაზე მიტანილი იერიშის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა. თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც აღნიშნა: „ასეთი დარტყმები აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები უცვლელია, მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და სანქციების გამკაცრება“.
This is what happens when someone appeases barbarians. More bombs, more aggression, more victims. Another tragic night in Ukraine.
— Donald Tusk (@donaldtusk) March 8, 2025