დონალდ ტუსკი - საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე დავადასტურეთ, რომ გავაღრმავებთ თანამშრომლობას ასოცირების ხელშეკრულების ბაზაზე
დონალდ ტუსკი - საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე დავადასტურეთ, რომ გავაღრმავებთ თანამშრომლობას ასოცირების ხელშეკრულების ბაზაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე დავადასტურეთ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ გავაღრმავოთ თანამშრომლობა ასოცირების ამბიციური ხელშეკრულების ბაზაზე, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა​, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.​

მისი თქმით, ევროკავშირი და საქართველო ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან.

„ჩვენს შეხვედრაზე დღეს მე და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავადასტურეთ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ გავაღრმავოთ თანამშრომლობა ასოცირების ამბიციური ხელშეკრულების ბაზაზე და მხედველობაში მივიღოთ საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის სტრატეგიული ხასიათი“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი საქართველოს წარმატებული რეფორმების პროცესის ძლიერ მხარდამჭერად რჩება.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ასე უნდა გაგრძელდეს. საუბრის დროს ყურადღება გავამახვილე რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე. საქართველო გამოწვევებით სავსე სამეზობლოში მდებარეობს, სადაც დიდ როლს თამაშობს როგორც დამაკავშირებელი. ევროკავშირი აფასებს ამ მიმართულებით საქართველოს მცდელობას და სამომავლოდაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.