დონალდ ტუსკი რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს
დონალდ ტუსკი რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს

მზად ვარ, ყველა ხელმისაწვდომი მეთოდი გამოვიყენო საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რომ უკანონო მიგრაციის რისკი მინიმუმამდე შევამციროთ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის საკითხზე კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტუსკის თქმით, საჭიროა უმრავლესობა, რათა შეიზღუდოს ან შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის, საქართველოსთან.

„კარგად ვიცი, რას ნიშნავს უკანონო მიგრაცია პოლონეთის, ევროპის მომავლისთვის, ჩვენი ცივილიზაციის მომავლისთვის. აბსოლუტურად მზად ვარ, გამოვიყენო ყველა ხელმისაწვდომი მეთოდი საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რომ უკანონო მიგრაციის რისკი, მიგრაციის ეს ტალღა მინიმუმამდე შევამციროთ. ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვახორციელებთ უცხოელების დეპორტაციას. ოთხი დღის წინ 50 ქართველი იქნა დეპორტირებული, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში. საჭიროა უმრავლესობა, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა, მათ შორის, საქართველოსთანაც. დიახ, ეს ჩემი განზრახვაა. სრული გააზრებით ვაცხადებ, რომ ქართველების მესამედი არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ისურვებდნენ ჩვენი ღირებულებების გაზიარებას, მაგრამ ჩვენ ვიცით, რაში მდგომარეობს პრობლემა.

აქ მხოლოდ საქართველოზე არ არის საუბარი. ბოდიშს ვიხდი იმ ქართველების წინაშე, რომლებმაც თავი, შეიძლება, შეურაცხყოფილად იგრძნონ, მაგრამ მე მტკიცედ ვემხრობი უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იმ ქვეყნებთან, რომლებიც, როგორც საქართველოს შემთხვევაში, აღარ შეესაბამებიან სტანდარტებს ავტორიტარული მმართველობის გამო ან საიდანაც მიგრაცია თავისთავად საფრთხეს ქმნის ჩვენი ქვეყნის ან ევროპის სამართლებრივი თუ საზოგადოებრივი წესრიგისთვის“, – აღნიშნა ტუსკმა.