დონალდ ტუსკი – პოლონეთმა დააკავა მოსკოვის მიერ დაქირავებული მკვლელი, რომელსაც ვარშავაში პუტინის რეჟიმისთვის არასასურველი პირის ლიკვიდაცია უნდა განეხორციელებინა
პოლონეთმა დააკავა მოსკოვის მიერ დაქირავებული მკვლელი, რომელსაც ვარშავაში პუტინის რეჟიმისთვის არასასურველი უკრაინულ-ამერიკული ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის ლიკვიდაცია უნდა განეხორციელებინა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
მისივე ცნობით, ეჭვმიტანილი 7 აგვისტოს დააკავეს.
„ჩვენი სამსახურების მართლაც ბრწყინვალე მოქმედების წყალობით, ჩვენ დავაკავეთ რუსეთის დაზვერვის მიერ გადაბირებული რუსეთის მოქალაქე. ბოლო მომენტში, შიდა უსაფრთხოების სააგენტოსა და პოლიციის მოქმედების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ, აღგვეკვეთა ეს სიკვდილით დასჯა, ეს თავდასხმა“, – აღნიშნა ტუსკმა.