დონალდ ტუსკი – პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა რუსეთის ელჩი იმ რაკეტასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი დაიბარა. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.
„პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა რუსეთის ელჩი იმ რაკეტასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე X-101 -ის ტიპის რუსული საკრუიზო რაკეტა ჩამოვარდა, რომელიც 2026 წელს მოსკოვის ოლქში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაშია დამზადებული.
Today, the Polish Foreign Ministry summoned the Russian ambassador in connection with the missile that hit Polish territory yesterday.
— Donald Tusk (@donaldtusk) July 31, 2026