დონალდ ტუსკი პოლონეთის ოპოზიციური პარტიის „სამოქალაქო პლატფორმის“ ხელმძღვანელად აირჩიეს
დონალდ ტუსკი პოლონეთის ოპოზიციური პარტიის „სამოქალაქო პლატფორმის“ ხელმძღვანელად აირჩიეს

ევროკავშირის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი და პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი პოლონეთის ოპოზიციური პარტიის „სამოქალაქო პლატფორმის“ ხელმძღვანელად აირჩიეს.

დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლიტიკაში ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობის ბოროტებასთან ბრძოლის დახმარებისთვის ბრუნდება.

ტუსკი ფიქრობს, რომ ბევრი პოლონელი ქვეყანაში „შავი სიზმრის“ დასრულებას ელოდება. „დღეს პოლონეთში ბოროტება სუფევს და ჩვენ მზად ვართ ვებრძოლოთ ამ ბოროტებას“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირმა და მისმა სასამართლომ პოლონეთის ამჟამინდელი მთავრობის წინააღმდეგ პროცედურები დაიწყეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პოლონეთის მართლმსაჯულების სისტემაში შესული ცვლილებები და ევროკავშირის გადაწყვეტილებებთან წინააღმდეგობა, მათ შორის მიგრანტების განსახლებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის პრინციპებს ეწინააღმდეგება.