დონალდ ტუსკი – პოლონეთის დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების, მათ შორის პოლონეთის წინააღმდეგ დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს გეგმავს
რუსეთი უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების, მათ შორის პოლონეთის წინააღმდეგ დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს გეგმავს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს.
მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია პოლონეთის დაზვერვის სამსახურმა მოიპოვა. ამასთან, ტუსკის თქმით, მომდევნო თვეებში რუსეთის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერების მიმართ „ძალიან ინტენსიური ქმედებებია“ მოსალოდნელი.
პოლონეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მსგავს თავდასხმებს ისე წარმოაჩენს, როგორც შემთხვევითობას.
„განსაკუთრებით პოლონეთის საზღვართან ბოლო დროს მომხდარი თავდასხმები შეშფოთებას იწვევს. ეს მოითხოვს ზუსტ ინფორმაციას მოვლენების მოსალოდნელი განვითარების შესახებ, რადგან მოქალაქეებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რა სცენარი შეიძლება, იყოს მოსალოდნელი დღეს არსებული მონაცემების საფუძველზე. დაზვერვის მონაცემებით, რუსული გეგმა ასევე მოიცავს ჰიბრიდულ დრონებსა და სარაკეტო დარტყმებს უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების, მათ შორის პოლონეთის წინააღმდეგ. ეს შესაძლებლობები დიდი ხანია, ნახსენებია და დღეს ინფორმაცია ძალიან თანმიმდევრული და სამწუხაროდ, დამაჯერებელია. მოკლედ რომ ვთქვათ, ნამდვილი რიკი არსებობს იმისა, რომ დრონები ან რაკეტების სხვა სახეობები შეაღწევენ აღმოსავლეთ ფლანგის ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში. შეიძლება, ზიანიც გამოიწვიოს და რუსეთის ოფიციალური ნარატივი იქნება, რომ ეს უბედური შემთხვევაა“, – განაცხადა ტუსკმა.