დონალდ ტუსკი - ვიღაცამ სწორად აღნიშნა, რომ 500 მილიონი ევროპელი სთხოვს 300 მილიონ ამერიკელს, დაიცვან ისინი 140 მილიონი რუსისგან, ეს პარადოქსია
დონალდ ტუსკი - ვიღაცამ სწორად აღნიშნა, რომ 500 მილიონი ევროპელი სთხოვს 300 მილიონ ამერიკელს, დაიცვან ისინი 140 მილიონი რუსისგან, ეს პარადოქსია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთი უკრაინას უჭერს მხარს ყოველგვარი „მაგრამის“ გარშე. ამის შესახებ ტუსკმა ლონდონში გამგზავრებამდე განაცხადა.

მისი განმარტებით, პოლონეთის მხარდაჭერა განპირობებულია არა მხოლოდ იმით, რომ ეს არის ადამიანური სოლიდარობა თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყნისადმი, არამედ იმითაც, რომ საქმე პოლონეთის უსაფრთხოებასაც ეხება.

ტუსკის თქმით, არსებობს გარკვეული დილემა იმაში, რომ აშშ-ის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით არ არის ისეთი ცალსახა, როგორიც პოლონეთის.

„თუმცა ჩვენ უნდა გადავლახოთ ეს დილემა“, – აღნიშნა ტუსკმა და თქვა, რომ პოლონეთს აშშ-სთან შესანიშნავი ურთიერთობები აქვს, რომლებსაც ის მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებს.

დონალდ ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ ლონდონში დღეს დაგეგმილი სამიტის დროს ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგზე – ფინეთში, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ევროპელი სამხედროების რაოდენობის გაზრდის ინიციატივით გამოვა.

„ეს პარადოქსია, ვიღაცამ სწორად აღნიშნა: 500 მილიონი ევროპელი სთხოვს 300 მილიონ ამერიკელს, რომ მათ დაიცვან ისინი 140 მილიონი რუსისგან“, – აღნიშნა ტუსკმა.