დონალდ ტუსკი -  პარიზში ევროპელი ლიდერების სამიტი მხოლოდ მომავალი კვირების მოვლენების პრელუდია იყო
დონალდ ტუსკი - პარიზში ევროპელი ლიდერების სამიტი მხოლოდ მომავალი კვირების მოვლენების პრელუდია იყო

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარიზში ევროპელი ლიდერების სამიტის შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მომავალი კვირების მოვლენების პრელუდია იყო.

ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრის მონაწილეებს „საკვანძო საკითხებზე“ პოლონეთის მსგავსი პოზიცია აქვთ.

ტუსკის თქმით, მოხარული იყო იმის მოსმენით, რომ ყველა ევროპული ქვეყნის ინტერესებში შედის სასწრაფოდ და ინტენსიურად მუშაობა მოკავშირეთა თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

„ერთ რამეში არის 100-პროცენტიანი გარანტია – ევროკავშირი და მოკავშირეები, როგორებიცაა ბრიტანეთი და ნორვეგია, შეძლებენ სიტუაციის ეფექტიანად სტაბილიზაციას და იმას, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინას სუვერენიტეტის შენარჩუნებაში, თუ ჩვენ, როგორც ევროპა, შევძლებთ ეფექტურად დავიცვათ თავი საფრთხეებისგან. ამჟამად ეს ასე არ არის“, – ამბობს ტუსკი.