დონალდ ტუსკი – ვიქტორ ორბანი ევროპულ სანქციებს ომის საკვანძო მომენტში თუ დაბლოკავს, სრულიად ნათელი გახდება, რომ ის პუტინის გუნდში თამაშობს და არა ჩვენს გუნდში
პოლონეთის პრემიერ-მინისრის, დონალდ ტუსკის თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ქმედებები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაბლოკვის მუქარასთან დაკავშირებით, პუტინის გუნდში თამაშს ჰგავს.
„ორბანი თუ ნამდვილად დაბლოკავს ევროპულ სანქციებს ომის საკვანძო მომენტში, სრულიად ნათელი გახდება, რომ ამ დიდ თამაშში ევროპის უსაფრთხოებისა და მომავლისთვის, ის პუტინის გუნდში თამაშობს და არა ჩვენს გუნდში. ყველა იმ შედეგით, რაც მოჰყვება ამ ფაქტს“, – წერს პოლონეთის დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთის წარმომადგენლები არ დათანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებას.
If @PM_ViktorOrban really blocks European sanctions at a key moment for the war, it’ll be absolutely clear that in this big game for the security and future of Europe, he is playing in Putin’s team, not in ours. With all the consequences of this fact.
— Donald Tusk (@donaldtusk) January 25, 2025