დონალდ ტუსკი - მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ეროვნულ გამოღვიძებაში, მოვუწოდებ ყველას, დაიწყოს თანამშრომლობა ახალ მთავრობასთან, რათა დავაყენოთ პოლონეთი ძლიერ საფუძვლებზე
დონალდ ტუსკი - მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ეროვნულ გამოღვიძებაში, მოვუწოდებ ყველას, დაიწყოს თანამშრომლობა ახალ მთავრობასთან, რათა დავაყენოთ პოლონეთი ძლიერ საფუძვლებზე

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პოლონეთის ახალ სამთავრობო კოალიციას „15 ოქტომბრის კოალიცია“ უწოდა.

„15 ოქტომბერი იყო ეროვნული და სამოქალაქო აღორძინების პროცესის კულმინაცია, რომლის მონაწილეები ვიყავით, ზოგი – მოწმე, ზოგიც – მოწინააღმდეგე. ამ უკანასკნელზე დღეს ბევრს აღარ ვისაუბრებ“, – აღნიშნა ტუსკმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი მიმართვისას.

ტუსკის განცხადებით, ის მოხარულია, რომ „მონაწილეობა მიიღო ეროვნულ გამოღვიძებაში“.

„ყველამ, ვინც დაამთავრა დაწყებითი სკოლა, ვისაც ჰქონდა ისტორიის საბაზისო გაკვეთილი, უნდა იცოდეს, რომ მარტოხელა პოლონეთი უდიდესი რისკის ქვეშ მყოფი პოლონეთია. მოვუწოდებ ყველას, გამონაკლისის გარეშე, დაიწყოს თანამშრომლობა ახალ მთავრობასთან, რათა დავაყენოთ პოლონეთი ძლიერ საფუძვლებზე“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.