დონალდ ტუსკი – ხალხისთვის საწვავი მართლაც ძვირია, დადგა დრო, ეს ხმამაღლა ვთქვათ, ამაზე პასუხისმგებელი დონალდია და არა პოლონეთის პრემიერი, ამაში ეჭვი არ გვეპარება

15:05, 21.10.2026

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ქვეყნის პარლამენტში დებატების დროს საწვავის ფასების ზრდაზე პასუხისმგებლობა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დააკისრა.

ტუსკმა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც მიმართა და ისინი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა.

„რთულ ვითარებაში პოლონეთში საწვავის ფასები ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, ამჟამად, ფაქტობრივად, ყველაზე დაბალიც კი. თუმცა, ცხადია, ხალხისთვის საწვავი მართლაც საშინლად ძვირია და ეს ძალიან კარგად მესმის. ვფიქრობ, საბოლოოდ დადგა დრო, ეს ხმამაღლა ვთქვათ, განსაკუთრებით თქვენთან. დიახ, ამაზე პასუხისმგებელი დონალდია, ამაში ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ თქვენი გმირი და არა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი. თქვენ ძალიან კარგად იცით, ვინ არის პასუხისმგებელი საწვავის ფასებზე“, – განაცხადა ტუსკმა.

მსგავსი