დონალდ ტუსკი – გიორგი კვირიკაშვილს ამბიციური რეფორმების ჩატარება მივულოცე

23:09, 23.11.2017

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას „ტვიტერით” ეხმაურება. დონალდ ტუსკის თქმით, ის ულოცავს გიორგი კვირიკაშვილს ამბიციური რეფორმების ჩატარებას.
„მივულოცე გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს ამბიციური რეფორმების ჩატარება და ვემზადებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტისთვის” – წერს „ტვიტერზე“ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტი ხვალ გაიმართება.

 

 

მსგავსი