დონალდ ტუსკი – გენოციდის გამართლდება არ შეიძლება, უკრაინას ევროკავშირში ინტეგრაციაში სერიოზული სირთულეები შეექმნება, თუ ჩვენს გრძნობებს არ გაითვალისწინებენ 

17:32, 23.10.2026

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ დაუჭერს მხარს ლვოვის საოლქო საბჭოს შემდგომ ნაბიჯებს, რომლითაც 2027 წელი „რომან შუხევიჩის, უკრაინის მეამბოხეთა არმიისა და ოლეჰ ოლჟიჩის წლად“ გამოცხადდა.

„ზელენსკი ძალიან უკმაყოფილო იყო მომხდარით“, – აღნიშნა ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერის განმარტებით „ორდენების კრიზისის“ მოსაგვარებლად დიდი ძალისხმევა გასწია და ზელენსკის აუხსნა, რატომ აზიანებს ასეთი გადაწყვეტილებები უკრაინის ინტერესებს.

ტუსკის განცხადებით, ორივე ქვეყნის ისტორია რთული და ორაზროვანია, თუმცა, მისივე თქმით, უკრაინელებს ვოლინის ტრაგედიასა და შუხევიჩთან დაკავშირებით „არავითარი გამართლების მოძებნა არ შეუძლიათ“.

„გენოციდის გამართლდება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება,. უკრაინას ევროკავშირში ინტეგრაციაში სერიოზული სირთულეები შეექმნება, თუ არ გაითვალისწინებენ ჩვენს გრძნობებს“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ რამდენიმე საათი დაუთმო ზელენსკისთვის პოლონური პოზიციის ახსნას და მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ეს გაიაზრა.

ცნობისთვის, ლვოვის რეგიონულმა საბჭომ 20 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე 2027 წელი „რომან შუხევიჩის, „უკრაინის მეამბოხეთა არმიისა“ და ოლეჰ ოლჟიჩის წლად“ გამოაცხადა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ლვოვის რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილება რეგიონულ დონეზე მიიღეს დიპლომატებთან ან ცენტრალური მთავრობის ორგანოებთან კონსულტაციის გარეშე. უკრაინის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, ლვოვის რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილება პოლონეთთან ურთიერთობებისთვის კონტრპროდუქტიულია.

ამასთან, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარჩინ კერვინსკიმ განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივის ავტორს, ლვოვის საოლქო საბჭოს დეპუტატ სვიატოსლავ შერემეტას შენგენის ზონაში შესვლა ხუთი წლით აუკრძალეს.

მსგავსი