დონალდ ტუსკი განცხადებას ქართულ ენაზე აქვეყნებს – ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

11:24, 07.08.2018

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას Twitter-ში ეხმაურება. დონალდ ტუსკი განცხადებას ქართულ ენაზე ავრცელებს.

„დღეს, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის ომის 10 წლისთავს აღვნიშნავთ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას“, – წერს დონალდ ტუსკი.

 

მსგავსი