დონალდ ტუსკი - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არ არიან მზად, რომ ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყონ
დონალდ ტუსკი - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არ არიან მზად, რომ ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყონ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო არ არის მზად, რომ ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყონ.

ეს განცხადება დონალდ ტუსკმა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„თქვენ გააკეთეთ ყველაფერი, რასაც თქვენგან ველოდით, მაგრამ მინდა, გულახდილი ვიყო. ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფო არ არის მზად ღია მოლაპარაკებების დასაწყებად“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ევროკომისიის რეკომენდაციით, მხარეებმა წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი უნდა დაიწყონ, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიამ და ალბანეთმა ყველა ვალდებულება შეასრულეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკების პროცესი ევროკავშირის მომდევნო სამიტის დღის წესრიგშია. სამიტი 20-21 ივნისს გაიმართება.

დატოვე კომენტარი