დონალდ ტუსკი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესი ოქტომბერში დაიწყონ
დონალდ ტუსკი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესი ოქტომბერში დაიწყონ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, ოქტომბრიდან მიიღონ გადაწყვეტილება და დაიწყონ ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესი.

ეს განცხადება დონალდ ტუსკმა ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრ ზორან ზაევთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„ჩემი აზრი ჯერ კიდევ ივნისში დავაფიქსირე. თქვენმა ქვეყანამ ბოლო ორი წლის განმავლობაში გააკეთა ყველაფერი, რასაც თქვენგან ელოდნენ. ევროპული კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, ევროკავშირმა მოლაპარაკების პროცესი უნდა დაიწყოს“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ტუსკმა დადებითად შეაფასა ჩრდილოეთ მაკედონიის გადაწყვეტილება სახელის შეცვლასთან დაკავშირებით, რამაც ჩრდილოეთ მაკედონიასა და საბერძნეთს შორის დავა დაასრულა.

ივნისში, ევროკავშირმა ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის გახსნა ოქტომბრამდე გადადო.