დონალდ ტუსკი - ევროკავშირის კარი დიდი ბრიტანეთისთვის კვლავ ღიაა
დონალდ ტუსკი - ევროკავშირის კარი დიდი ბრიტანეთისთვის კვლავ ღიაა

ევროკავშირის კარი კვლავ ღიაა, თუ „ბრექსიტთან“ დაკავშირებით დიდი ბრიტანეთი გადაწყვეტილებას შეცვლის, – ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

ტუსკი სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

ევროპარლამენტში გამართული დებატები სწორედ „ბრექსიტის“ შესახებ განმეორებითი რეფერენდუმის საჭიროებას ეხებოდა.

„თუ ბრიტანეთის ხელისუფლება ამჟამინდელ პოზიციაზე დარჩება, „ბრექსიტი“ ყველა თავისი ნეგატიური შედეგით რეალობა გახდება. თუმცა თუ ჩვენი ბრიტანელი მეგობრები აზრს შეიცვლიან, ამას გადავურჩებით. სწორედ ამას ამბობდა დევიდ დეივისი, რომ თუ დემოკრატიას არ შეუძლია გადაიფიქროს, ის აღარ არის დემოკრატია. ჩვენ კი კონტინენტზე გული არ შეგვიცვლია და ის ისევ ღიაა ბრიტანეთისთვის“, – განაცხადა ტუსკმა.

ევროპარლამენტში თავისი მიმართვის დროს დონალდ ტუსკს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერიც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ იმედს იტოვებს, ტუსკის სიტყვებს ლონდონში ყურადღებით მოისმენენ.