დონალდ ტუსკი - ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მარტო არ ხართ
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.
„ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მარტო არ ხართ“, – დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელში.
თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.