დონალდ ტუსკი - დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე 19-ჯერ დაარღვიეს, დადასტურებულია სამი დრონის ჩამოგდება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, უპილოტო საფრენმა აპარატებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე 19-ჯერ დაარღვიეს,
ამის შესახებ მან პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას დროს თქვა.
დონალდ ტუსკის თქმით, დრონების უმეტესობამ პოლონეთის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან შეაღწია.
ტუსკის ინფორმაციით, სამი დრონის ჩამოგდება დადასტურებულია, სავარაუდოდ, განადგურებულია კიდევ ერთი დრონი.
„ის ფაქტი, რომ დრონები, რომლებიც ემუქრებოდნენ უსაფრთხოებას და ჩამოაგდეს, პოლიტიკურ სიტუაციას ცვლის. ამიტომ მოკავშირეების კონსულტაციებმა მიიღეს ოფიციალური მოთხოვნის ფორმა ნატო-ს წესდების მეოთხე მუხლის გააქტიურებით“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა პოლონეთის სეიმში გამოსვლისას.