დონალდ ტუსკი - ბრიუსელში ხშირად ვიმეორებ, ნუ ასწავლით უკრაინელებს ევროპელობას
დონალდ ტუსკი - ბრიუსელში ხშირად ვიმეორებ, ნუ ასწავლით უკრაინელებს ევროპელობას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს მიაჩნია, რომ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელია. ამის შესახებ დონალდ ტუსკმა უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტუსკის თქმით, უკრაინამ ჯერ კიდევ რევოლუციის დროს დაამტკიცა, რომ ის ევროპული სახელმწიფოა.

„ხშირად ვეუბნები ბრიუსელში, ნუ ასწავლით უკრაინელებს ევროპელობას, მათგან ისწავლეთ, რა არის ევროპა“,- განაცხდა ტუსკმა სიტყვით გამოსვლის დროს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, რუსული აგრესიის ფონზე ევროპელი პოლიტიკოსები უკრაინის მიმართ სოლიდარულები უნდა იყვნენ.

„მხოლოდ ისინი იმსახურებენ ევროპელად წოდებას, ვინც სოლიდარულია უკრაინის მიმართ. მითხარი, რას ფიქრობ უკრაინაზე და გეტყვი, რას ფიქრობ ევროპაზე“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.