დონალდ ტუსკი აშშ-ის პრეზიდენტს ახსენებს, რომ ბრიუსელი ვაშინგტონის საუკეთესო მოკავშირეა
დონალდ ტუსკი აშშ-ის პრეზიდენტს ახსენებს, რომ ბრიუსელი ვაშინგტონის საუკეთესო მოკავშირეა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი სოციალური ქსელის საშუალებით, აშშ-ის პრეზიდენტს ახსენებს, რომ ბრიუსელი ვაშინგტონის საუკეთესო მოკავშირეა.

აშშ-ს არ ჰყავს და არ ეყოლება იმაზე უკეთესი მოკავშირე, ვიდრე ევროკავშირია. ჩვენ ვხარჯავთ თავდაცვაზე იმაზე მეტს, ვიდრე რუსეთი და იმდენივეს, რამდენსაც ჩინეთი. ვიმედოვნებ, ეჭვქვეშ არ აყენებთ, რომ ეს არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში, რასაც ვერ ვიტყოდით რუსეთისა და ჩინეთის ხარჯებთან დაკავშირებით“, -წერს დონალდ ტუსკი „ტვიტერში”.

აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ევროპაში გასამგზავრებლად ემზადება, სადაც ნატოს სამიტს უნდა დაესწროს.

დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ აშშ გაცილებით მეტს ხარჯავს სხვა ქვეყნების უსაფრთხოების დასაცავად, ვიდრე თავად აღნიშნული ქვეყნები, რაც არასამართლიანია ამერიკელი გადასახადების გადამხდელების მიმართ.

დატოვე კომენტარი