დონალდ ტუსკი ანჯეი დუდას პასუხობს - საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები მიმართულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში სამართლებრივი წესრიგისა და საერთო წესიერების აღდგენისკენ
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ქვეყნის საოზგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებზე პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ტუსკი აღნიშნავს, ეს ქემედებები მიმართული იყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში სამართლებრივი წესრიგისა და საერთო წესიერების აღდგენისკენ.
„ბატონო პრეზიდენტო, როგორც უკვე მოგახსენეთ, დღევანდელი ქმედებები მიმართულია – თქვენი განზრახვის შესაბამისად – საზოგადოებრივ ცხოვრებაში სამართლებრივი წესრიგისა და საერთო წესიერების აღდგენისკენ. თქვენ შეგიძლიათ, დაეყრდნოთ ჩვენს მონდომებას და მტკიცე თანმიმდევრულობას ამ საკითხში“, – წერს ტუსკი სოციალურ გვერდზე.
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, პოლონეთის კულტურის სამინისტროს მიერ საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტო PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმუარა. როგორც დუდამ აღნიშნა: „საზოგადოებრივ მედიასთან დაკავშირებით კულტურის მინისტრის ქმედებების გამო, მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა საბჭოს, პატივი სცენ პოლონეთის სამართლებრივ წესრიგს“.
პოლონეთის კულტურის სამინისტრომ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს, PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ განაცხადა.
ამასთან, გაითიშა 24-საათიანი საინფორმაციო არხი TVP INFO, რომელსაც პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ ყოფილი მმართველი პარტიის მხარდამჭერ პროპაგანდაში ადანაშაულებდა.