დონალდ ტუსკი - ალბანეთის ადგილი ევროკავშირშია და ეჭვგარეშეა, რომ ის გახდება ევროკავშირის წევრი
დონალდ ტუსკი - ალბანეთის ადგილი ევროკავშირშია და ეჭვგარეშეა, რომ ის გახდება ევროკავშირის წევრი

ალბანეთის ადგილი ევროკავშირშია და ის გახდება ევროკავშირის წევრი , -ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში, ალბანეთის პრემიერ-მინისტრთან, ედი რამასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ თუ ალბანეთი რეფორმებს გააგრძელებს, ის სასურველ შედეგებს მომავალი წლის ივნისისთვის მიაღწევს.

„ეჭვი არ მეპარება, რომ თუ ალბანეთი რეფორმებს გააგრძელებს, საჭირო შედეგების მიღწევას მომავალი ივნისისთვის შეძლებს, რადგან ალბანეთის ადგილი ევროკავშირშია და ალბანეთი გახდება ევროკავშირის წევრი. ეს ეჭვგარეშეა“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ევროკავშირის საბჭომ ივნისის ბოლოს ალბანეთსა და მაკედონიას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2019 წლის ივნისში დაწყებას მხარი დაუჭირა.