დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მმართველი პარტია არჩევნებში თუ გაიმარჯვებს, ხელისუფლება პოლონეთს ევროკავშირიდან გაიყვანს
პოლონეთის ოპოზიციური პარტიის „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერი, ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ თუ მმართველი „კანონისა და სამართლიანობის პარტია“ (PiS) არჩევნებში გაიმარჯვებს, ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირიდან გაიყვანს. ამის შესახებ დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„15 ოქტომბერს ან ჩვენ გავიყვანთ PiS-ს, ან PiS-ი გაგვიყვანს ჩვენ. ევროკავშირიდან“, – წერს დონალდ ტუსკი.
პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 15 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
15 października albo my wyprowadzimy PiS, albo PiS wyprowadzi nas. Z Unii.
— Donald Tusk (@donaldtusk) September 27, 2023