დონალდ ტრაპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ვიწრო ფორმატში, ორი საათია, მიმდინარეობს
ალასკის ქალაქ ანკორიჯში აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ვიწრო ფორმატში, უკვე ორი საათია, გრძელდება.
დასავლური მედიის შეფასებით, თეთრმა სახლმა შეგნებულად აარიდა თავი დღევანდელი სამიტის ზუსტი დროის პროგნოზირებას, რადგან იცოდა, რომ ნებისმიერი გადახვევა წარმატების ან წარუმატებლობის ნიშნად იქნებოდა აღქმული. თუმცა კრემლმა ადრე განაცხადა, რომ შეხვედრა, შეიძლება, რამდენიმე საათს გაგრძელდეს.
წელს ტრამპისა და პუტინის სატელეფონო ზარების უმეტესობა ერთი საათიდან 90 წუთამდე გაგრძელდა. ორი ლიდერის საუბრების თვალყურის დევნებისას ასევე მნიშვნელოვანია თარგმანის დროის გათვალისწინება. დასავლური მედიის თანახმად, ის ფაქტი, რომ ტრამპი და პუტინი საათ-ნახევრის შემდეგ გაფართოებულ ორმხრივ სადილზე არ გადასულან, ასევე იმის ნიშანია, რომ ტრამპს, სულ მცირე, ჯერჯერობით, არ უგრძვნია „წასვლის“ ვალდებულება, როგორც ეს დღეს განაცხადა, თუ იგრძნობს, რომ შეხვედრა ცუდად წარიმართება.
დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სამი სამზე ფორმატში მიმდინარეობს. ლიდერები თარჯიმნის მეშვეობით საუბრობენ. შეხვედრას ამერიკული მხრიდან ესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. რუსეთის მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს მოლაპარაკების დაწყებამდე განცხადებები არ გაუკეთებიათ.