დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრამდე, კიმ ჩენ ინმა სამი სამხედრო მაღალჩინოსანი გაათავისუფლა
დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრამდე, კიმ ჩენ ინმა სამი სამხედრო მაღალჩინოსანი გაათავისუფლა

აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრამდე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამი სამხედრო მაღალჩინოსანი გაათავისუფლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს წყარო ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში უთანხმოება იყო სამხრეთ კორეისა და აშშ-სადმი კიმ ჩენ ინის დამოკიდებულების გამო.

ამასთან, სამხრეთკორეული მედიის ინფორმაციით, თანამდებობები დატოვეს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, „კორეის სახალხო არმიის“ გენშტაბის უფროსმა და პოლიტბიუროს დირექტორმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა 12 ივნისს სინგაპურშია დაგეგმილი.