დონალდ ტრამპსა და ხუან გუაიდოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
დონალდ ტრამპსა და ხუან გუაიდოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ამერიკის შეერთებული შტატები პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუან გუაიდოს დაურეკა. გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ოპოზიციის ლიდერს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავი ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა, მხარდაჭერა გამოუცხადა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი და ხუან გუაიდო შეთანხმდნენ, რომ რეგულარული კომუნიკაცია ექნებათ.

ეს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა მას შემდეგ მიიღო, რაც ვენესუელის მთავრობამ გუაიდოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.