დონალდ ტრამპსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
დონალდ ტრამპსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

როგორც ისრაელის მედია წერს, ეს ბოლო ორ დღეში ორი ქვეყნის ლიდერს შორის მეორე სატელეფონო საუბარია ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე მიტანილი იერიშისა და ირანის მიერ საპასუხო სარაკეტო თავდასხმის ფონზე.